სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

12 თებერვალი,2026

მიმდინარე წლის 12 თებერვალს ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს აქტიური ჩართულობისთვის და უსურვა წარმატებები.

მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი და დოქტორი ივანე ბალახაშვილი.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

პროგრამით წარმოდგენილი იყო რვა ათეულზე მეტი სტუდენტის ნაშრომი.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ზამთრის ბანაკი

მიმდინარე წლის 2-5 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური ზამთრის ბანაკი გაიმართა.

06 მარტი, 2026 სრულად ნახვა

ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო”, პირველი ეტაპის დასკვნითი...

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული...

25 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა