განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან

11 მარტი,2026

მიმდინარე წლის 11 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს ვიზიტისთვის და ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის როლზე მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმაში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიური პერსონალის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში განავითარებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა წარიმართა შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და მოდერნიზება;
  • სწავლების ხარისხის ამაღლების მექანიზმები;
  • სტუდენტთა მიღების კვოტებისა და მობილობის საკითხები;
  • აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დანერგვა.

დისკუსიაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროფესორ-მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილე, ბატონი მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქალთა უფლებების პროგრესი მსოფლიოში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოში არსებულ პროგრესს მიეძღვნა.

17 მარტი, 2026 სრულად ნახვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა გორის...

მიმდინარე წლის 11 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი,...

11 მარტი, 2026 სრულად ნახვა