ქალთა უფლებების პროგრესი მსოფლიოში

17 მარტი,2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოში არსებულ პროგრესს მიეძღვნა.
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა გახსნა. თავის გამოსვლაში რექტორის მოადგილემ ისაუბრა უნივერსიტეტსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, თორ სომერსტრანდმა.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი და შემეცნებითი პრეზენტაციებით, რომლებიც შეეხებოდა როგორც უშუალოდ მისიის საქმიანობას საქართველოში, ისე ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფოტოკონკურსის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები:
I ადგილი - ნია შატაკიშვილი;
II ადგილი - ელენე ცერვაძე;
III ადგილი - მარიამ ცერცვაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი

17 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

17 აპრილი, 2026 სრულად ნახვა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი

17 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

17 აპრილი, 2026 სრულად ნახვა