გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა!
12 ოქტომბერი,2026
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გახსნა, სტუდენებს მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ახალგაზრდებს მისალოცი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა:
დავით კვერნაძემ - ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა;
ზურაბ ზურაბაშვილმა - რექტორის მოადგილემ;
ლელა ალექსიძემ - განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა;
ქეთევან ბარბაქაძემ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა;
თეა ხორგუაშვილმა - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა;
ციური დურულმა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა.
ოფიციალური შეხვედრის დასასრულს, პირველკურსელთათვის საინფორმაციო პრეზენტაცია წარადგინა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ანა იმნაძემ.
პირველკურსელთა მიღების ღონისძიების აღნიშვნა არაოფიციალურ ფორმატში, ატენის ხეობაში გაგრძელდა. ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე პირველკურსელებს საშუალება მიეცათ უშუალო გარემოში უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, ჩართულიყვნენ გუნდურ აქტივობებში და წარმოეჩინათ საკუთარი სპორტული თუ შემოქმედებითი პოტენციალი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ სტუდენტს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას და ნაყოფიერ, საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს!