წერილი ევროპული კომისიიდან

28 მაისი,2026


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა, 2026 წლის მაისს, ევროპული კომისიიდან მადლობის წერილი მიიღო.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ევროკავშირის სამართლისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. კათედრის საქმიანობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ევროკავშირის მოქალაქეობა, შრომის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ორგანიზაციული ქცევა და ბიზნესის მართვა, ლიდერობა, სამოხელეო სამართალი, განათლების მენეჯმენტი, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სხვა აქტუალური საკითხები.
უნდა აღინიშნოს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჟან მონეს პროგრამებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება უკვე გააჩნია — უნივერსიტეტში მანამდე განხორციელდა ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიუსელიდან მიიღო მადლობის წერილი და ჟან მონეს საპატიო დაფა, რაც უნივერსიტეტის მიერ ჟან მონეს აქტივობებში აქტიური მონაწილეობისა და პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა