გორის უნივერსიტეტში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
09 ივნისი, 2010 2010 წლის 8 ივნისს გორის უნივერსიტეტში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ: პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გორის მუნიციპალიტეტის, პროკრედიტ ბანკის, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. საზეიმო გახსნის ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა კომპიუტერული ცენტრი დაათვალიერეს. დამსწრეთ სიტყვით მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროკრედიტ
ბანკის წარმომადგენლებს თანადგომისათვის და სტუდენტურ უნივერსიადა 2010–ში გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები, პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ესენი არიან: ზაზა დავაძე (ძიუდო, I ადგილი, ოქროს მედალი); დავით კარბელაშვილი ( ძიუდო, I ადგილი, ოქროს მედალი); ილია მაჭავარიანი (ძიუდო, II ადგილი, ვერცხლის მედალი); შავლეგ კაპანაძე (ძიუდო, II ადგილი, ვერცხლის მედალი); მიხეილ გიორგაძე (ძიუდო, IV ადგილი); გიორგი კაპანაძე (მკლავჭიდი, II ადგილი, ვერცხლის მედალი); დავით კილაძე (მკლავჭიდი, II ადგილი, ვერცხლის მედალი); გიგა პაპუაშვილი (ჩოგბურთი, III ადგილი, ბრინჯაოს მედალი).
გაწეული ღვაწლისათვის ასევე დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სტუდენტების მწვრთნელები: გურამ პაპიტაშვილი, ქართლოს პავლიაშვილი, სოსო ვაშაკიძე, ილია თოდაძე. სიტყვით გამოვიდნენ: ზვიად ხმალაძე (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), დავით ბიძინაშვილი (უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ლევან მიდოდაშვილი (უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი), სოსო ვაშაკიძე (სპორტისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი), ციური ნოზაძე (უნივერსიტეტის პროფესორი), დავით კარბელაშვილი და ზაზა დავაძე.