კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

02 აგვისტო, 2010

2010 წლის 2 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის II კორპუსთან მდებარე გიგი ხუფენიას სახელობის სკვერში ჩატარდა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. ცერემონიალი გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისათვის სიგელები და სახელობო პროგრამების დასრულებისათვის სერტიფიკატები გადასცეს ზურაბ ჩხეიძემ (პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლში), გიგი თევზაძემ ( ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი), გიორგი ნანობაშვილმა (გაეროს ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი), ზვიად ხმალაძემ ( გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), ციური ანთაძემ (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრის კოორდინატორი, შრომის ბაზრის ექსპერტი), ანდრო ბარნოვმა ( პოლიტოლოგი), ოლეგ პანფილოვმა (ჟურნალისტი), ილიას ჩოლოღლუმ (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი), ვანო ჩხიკვაძემ ( მწერალი ),დავით ბიძინაშვილმა ( გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ელენე ხოჯევანიშვილმა ( გორის უნივერსიტეტის პროფესორი).

ტაოპრივატბანკის გორის სერვის-ცენტრის მმართველმა – სოსო სტეფანიშვილმა კურსდამთავრებულებს პლასტიკური ბარათები გადასცა, რომელთა გააქტიურების შემდეგაც ისინი გახდებიან გარე გაყიდვების მენეჯერები და შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ უფასო ტრენინგებს. სახელობო პროგრამების კურსდამთავრებულმა ვლადიმერ ხიზანაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის სწავლებაში. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მიულოცეს თანატოლებს გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ომარ ყაყიტაშვილმა და წარჩინებით კურსდამთავრებულმა-თეონა ქურთაულმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ კვლავ გააგრძელებენ სწავლას გორის უნივერსიტეტში, ამჯერად –მაგისტრატურაში.

დასასრულს კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად ქუდები ცაში აყარეს.









კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 12 თებერვალს ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური...

12 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა...

11 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა