რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
06 აგვისტო, 2010
2010 წლის 6 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძვლზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. იმავე სხდომაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის სრული პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი დასახელდა. ზ. ცოტნიაშვილმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და იმედი გამოთქვა, რომ გორის უნივერსიტეტი შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას არჩეული კურსის შესაბამისად.