ერასმუს+ დღეები 2026

10 სექტემბერი,2026


2026 წლის სექტემბერში დაიწყო მესამე აკადემიური წელი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში - „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“. კათედრა პერმანენტულად ახორციელებს პოპულარიზების, ინფორმირების, კომუნიკაციისა და დისემინაციის ღონისძიებებს.

ამჯერად, ერასმუს+ დღეები 2026-ის მოახლოებისას მომზადდა ვიდეო-რგოლი კათედრის წარსული ღონისძიებების ამსახველი ფოტოების წარმოჩენით.
https://www.youtube.com/shorts/NnVFdKJJbmk

მესამე აკადემიური წლის მანძილზე, კათედრის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ამოცანები:
- ჟან მონეს სამეცნიერო კონფერენცია და საკონფერენციო მასალების გამოქვეყნება;
- კათედრის ფარგლებში შემუშავებული და გამოქვეყნებული წიგნის (სასწავლო სახელმძღვანელოს) პრეზენტაცია;
- საშემოდგომო და საგაზაფხულო აკადემიური სწავლებანი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე 5 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- ევროკავშირის სხვადასხვა სფეროს დარგობრივი მიმართულებების ტრენინგები ყველა დაინტერსებული პირისთვის უნივერსიტეტსა და მის გარეთ.
- საინფორმაციო ღონისძიებები
- და სხვა.

 

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.

12 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა