სწავლება 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში ჟან მონეს კათედრა

26 მარტი,2026

 

2026 წლის 9 მარტიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიწყო ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ მეორე აკადემიური/სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი. კათედრის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიხსნა რეგისტრაცია შემდეგ საგნებზე:

  • შედარებითი შრომის სამართალი - სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ლექციას უძღვება ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი.
  • ლიდერობა - ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ლექციას უძღვება ციური დურული, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

დამატებით, გაზაფხულის სემესტრში გაიხსნა შრომის სამართლის კურსი სამართლისა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. ლექციას უძღვება ეკატერინე ქარდავა.

გაზაფხულის სემესტრში, ჟან მონეს კათედრის სწავლების ნაწილში, სასწავლო კურსებზე დარეგისტრირდა - 47 სტუდენტი (17 მაგისტრი და 30 ბაკალავრი).

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა